ჩილეში ვულკანი ამოიფრქვა. ქვეყანაში განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა. ვულკანიდან ამოფრქვეული კვამლი და ფერფლი 4 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.
ქვეყნის მთავრობა მოსახლეობას ვულკანიდან კიდევ რამდენჯერმე ამოფრქვევის შესახებ აფრთხილებს და სტიქიის ზონასთან ახლოს გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
კომენტარები