ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ახალშობილ ჩინელს დაბადებიდან 30 საათის შემდეგ ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.
ბავშვი უხანის საავადმყოფოში 2 თებერვალს დაიბადა. რამდენიმე დღით ადრე, ექიმებმა კორონავირუსის დიაგნოზი ბავშვის დედას დაუსვეს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადავიდა ვირუსი დედიდან ახალშობილზე.
ექიმები ამბობენ, რომ ჯერ გენეტიკურად დაავადების გადადებასთან დაკავშირებით განცხადებებს ვერ გააკეთებენ.
ბავშვის მდგომარეობა ამჯერად სტაბილურია და მასზე დაკვირვებას რამდენიმე სპეციალისტი ახორციელებს.
ამ დროისთვის კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 563-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 1153 ადამიანი, ხოლო დაავადებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა.
კომენტარები