თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ირანის საზღვართან მომხდარ 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა და 21 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.
8 დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მიწისქვეშა ბიძგები ვანის პროვინციაში და ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშიც იგრძნობოდა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამაშველო ოპერაცია დაიწყო.
კომენტარები