თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველის მესუთ ხაკის განცხადებით, თურქეთი მზად არის რუსეთთან ომისთვის, ხოლო იდლიბში მომხდარისთვის შურისძიება საშინელი იქნება. ამის შესახებ მან ტელეარხ A Haber-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ხაკის განცხადებით, თურქეთი არ არის სირიის, ერაყის, ქურთების ან არაბების მტერი.
„ჩვენ ძმები ვართ. ჩვენ აქ ვართ, რათა ძმამ ძმა არ მოკლას“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მოსკოვი არასწორ გზას დაადგა და ანკარას ნდობა დაკარგა.
„რუსეთი, სადაც 25 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს, შიგნიდან იქნება დანაწევრებული. წარსულში რუსეთთან თექვსმეტჯერ ვიომეთ და კვლავ ვიომებთ. ჩვენი შურისძიება საშინელი იქნება“, – დასძინა მან.
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველის გარდა მესუთ ხაკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში კომიტეტის წევრია.
კომენტარები