მალტაზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, კრის ფირნის ინფორმაციით, ინფიცირებული 12 წლის გოგოა, რომელიც მშობლებთან ერთად რომში იმყოფებოდა. ბავშვის მშობლები ამ კარანტინში მოათავსეს. გოგო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სკოლაში არ წასულა და შესაბამისად, კლასელებთან კონტაქტი არ ჰქონია.
კომენტარები