საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გიგა ბოკერიას ურჩევს, პროექტი კარგად წაიკითხოს და მასში შესულ ცვლილებებს გაეცნოს.
“გიგა ბოკერიას ვურჩევდი, სანამ განცხადებებს გააკეთებს, წაიკითხოს, რა ცვლილებები შევიდა, რა დაიწერა და ასეთ კითხვებს აღარ დასვამს და ბუნდოვანი აღარ იქნება მისთვის, იმიტომ, რომ ცვლილებების მეორე პრიმა მუხლის მესამე პუნქტში წერია, რომ ჩამკეტის ამოქმედების დროს, როდესაც მანდატების რაოდენობა გადაცდება ამ ჩამკეტით გათვალისწინებულ რაოდენობას, ზედმეტი მანდატები გადანაწილდება დანარჩენ პარტიებზე პროპორციულად. ეს მარტივი რამ წერია და ამას უნდა წაკითხვა და არა განცხადებების კეთება,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები