კორონავირუსის საფრთხის გამო, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო თვითიზოლაციაშია. კანადის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თვითიზოლაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის მეუღლეს, სოფი გრეგუა-ტრუდოს ავადმყოფობის მსუბუქი ფორმები გამოუვლინდა. ორივე მათგანი სახლში რჩება, ვიდრე ტესტის პასუხები არ იქნება.
თავად კანადის პრემიერ-მინისტრს ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ უმჟღავნდება.
კომენტარები