მსხვილი ლატვიური კომპანია „FERRUS”-ი საქართველოს ტურიზმის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და კომპანია „FERRUS”-ის წარმომადგენელთა შეხვედრაზე აღინიშნა.
ლატვიური კომპანია, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაა, საქართველოში ბიზნესის წარმოებას გეგმავს.
„FERRUS”-ის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
კომენტარები