„პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელი ნატა ფერაძე კოლეგა ლექტორებთან ერთად თბილისის მერიასთან ლექციების ჩატარებას აპირებს:
”დღეს თქვეს, რომ რეორგანიზაცია დაიწყო გამწვანების სამსახურის. მაგრამ სახელის შეცვლა რეორგანიზაციას არ ნიშნავს. გარდა ამისა შეხვედრებზე არც ერთი ჩვენი წევრი ან ორგანიზაცია, რომელიც გვერდით გვედგა, არ ყოფილა. დღეს შეიკრიბნენ საკრებულოში და სახელი გადაარქვეს გამწვანების სამსახურს. ჩვენ ამით კიდევ უფრო გავბრაზდით. იმედი გაქვს დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მოვა. ნარმანიას ალბათ არ შერცხვება, მაგრამ მოუწევს წესიერი რეორგანიზაცია გაუკეთოს გამწვანების სამსახურს”, – აღნიშნა ნატა ფერაძემ.
მისივე თქმით, მართალია დავით ნარმანიას არ აინტერესებს ნატა ფერაძე შიმშილობს თუ არა, მაგრამ მას მაინც მოუწევს ამის გაგება, ვინაიდან, ფერაძის თქმით, თბილისის მერს არ აქვს უფლება არ აინტერესებდეს მისი მოქალაქეების პროტესტი.