საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადაადგილებაზე 15-დღიანი შეზღუდვები დააწესა. სატელევიზო მიმართვისას, ემანუელ მაკრონმა მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ სახლში და გარეთ მხოლოდ აუცილებელი აქტივობისთვის გავიდნენ.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დამრღვევი ნებისმიერი მოქალაქე დაისჯება.
„ჩვენ ომში ვართ, ჯანმრთელობის ომში. ჩვენ არ ვებრძვით არმიას ან სხვა სახელმწიფოს. მტერი არის უხილავი, მოუხელთებელი და მზარდი. ეს ჩვენგან საერთო მობილიზაციას მოითხოვს“, – თქვა ემანუელ მაკრონმა.
კომენტარები