სიეტლში, კაიზერ პერმანენტეს სახელობის სამევნიერო-კვლევით ინსტიტუტში, დღეს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირება დაიწყო.
პირველ მოხალისე, რომელსაც ვაქცინა გაუკეთეს, 43 წლის სიეტლელი, ორი მოზარდის დედა, ჯენიფერ ჰალერი იყო. “ისინი ფიქრობენ, რომ ეს ძალიან მაგარია”, – თქვა ჰალერმა თავის ბავშვების მის მოხალისეობასთან დაკავშირებით.
ვაქცინაციის ოთახიდან გამოსულმა ჯენიფერ ჰალერმა ფართო ღიმილიანი სახით განაცხადა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს.
ვაქცინა მასაჩუსეტსის ბიოტექნოლოგიურ კომპანია Moderna Inc-ის თანამშრომლებმა შექმნეს. მასში კორონავირუსი არ არის და აცრის შედეგად დაინფიცირების მცირეოდენი ალბათობაც კი არაა. მოხალისეებზე მისი გამოცდა საჭიროა, რათა გაირკვეს, როგორი რეაქცია ექნება მასზე იმუნურ სისტემას, არის თუ არა მისთვის ვაქცინა სახიფათო.
მომზადებულია apnews-ის მიხედვით