ჩვენ გვაქვს სტაბილური მდგომარეობა და ექიმები მუშაობენ შესაბამისი პროტოკოლების მდგომარეობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, დღეისათვის საქართველოში გვაქვს კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევაა.
„აქედან ერთი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი ადამიანი იმყოფება საყურადღებო მდგომარეობაში, მძიმე მდგომარეობაში, რაც გამოწვეულია მათი ასაკიდან და ასევე ქრონიკული დაავადებებიდან. დანარჩენ შემთხვევებში, გვაქვს სტაბილური მდგომარეობა და ექიმები მუშაობენ შესაბამისი პროტოკოლების მდგომარეობით“. – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
კომენტარები