ისრაელში დაწესებული შეზღუდვები იერუსალიმის აღდგომის ტაძარში წმიდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიასაც შეეხება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული მოქალაქეების თავშეყრა, – ამის შესახებ ისრაელში მოღვაწე ექიმმა, იოსებ დანიელმა „იმედის დილაში“ განაცხადა. მისი თქმით, ისრაელის მოსახლეობა დაწესებულ შეზრუდვებ ემორჩილება.
„მოსახლეობის უმეტესობა დაწესებულ შეზღუდვებს ემორჩილება. ქუჩებში წესრიგს პოლიციასთან ერთად სამხედროებიც აკონტროლებენ. ქვეყნის მასშტაბით არც ერთი რესტორნი, კაფე, სავაჭრო ცენტრი არ მუშაობს. შეზღუდვების დარღვევაზე დაწესებულია ჯარიმა“, – განაცხადა ექიმმა.
ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა 20 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში 4 000-ზე მეტი ინფიცირებულია
კომენტარები