ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კიდევ ერთი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება ლოტკინის დასახლებაში, ლაითურის ქუჩაზე – 2 400 კვ.მ ფართობზე, ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.
უკვე მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია და მოეწყო ბორდიურები. საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებამდე მისამართზე კომპანია GWP-მ წყალარინების ქსელი შეცვალა.
მიმდინარე საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ლოტკინზე დავით ჭელიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს. პროექტს ნაძალადევის რაიონის გამგეობა ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 260 000 ლარია გათვალისწინებული.
კომენტარები
