უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში კიევის სამხარეო პროკურატურის თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სათაურით “რაზე მიანიშნებენ ეს უტვინო იდიოტები, საინტერესოა?! პირადად ველოდები ახსნა-განმარტებებს უკრაინის გენერალური პროკურატურისგან?!”
უკაინული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კიევის სამხარეო პროკურატურის თანამშრომელი ქრთამის სახით 375 ათასი გრივნის აღებისთვის დააკავეს, ფოტოში კი საქართველოს დროშა ფიგურირებს.
“უკრაინის გენერალური პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებმა კიევის სამხარეო პროკურატურის თანამშრომელი გამოძალვისა და 375 ათასი გრივნის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს- ამის შესახებ გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს.
აღნიშნული პირი დაკავებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208 მუხლით, მას შემდეგ რაც მან უკანონო ქრთამი აიღო. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ადგილობრივ პროკურატურასა, კიევის პროკურატურის აპარატსა და სხვა სამართლდამცავ ორგანოებში. წყდება საკითხი დაკავებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვინ არის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული უკრაინის პროკურატურის თანამშრომელი
2016/09/06 10:35:26
კომენტარები
ნანახია: 2278 ჯერ