„წლის ბოლომდე ლარი დასტაბილურდება, მისი მაჩვენებელი 2.20 შენარჩუნდება“, – ეს განცხადება ეკონომისტმა მიშა დუნდუამ ლარის კურსთან დაკავშირებით „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ეკონომისტი თვლის, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის დასტაბილურებისთვის ეფექტური ნაბიჯი გადადგა. დუნდუა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მუშაობას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ გვენეტეძე კარგი პრეზიდენტია, რომელმაც ეროვნული ბანკის წინაშე არსებულ გამოწვევებს თავი გაართვა.
ეკონომისტის მოსაზრებით, მოკლევადიან სესხებზე პორცენტის გაზრდა ლარის სტაბლური კურსის შენრჩუნებას შეუწყობს ხელს, რაც ქვეყნის ფინანსურმა სექტორმა რამდენიმე ხნის წინ დაიწყო.
“უცხოურ ვალუტაზე მოკლევადიან სესხებზე გაიზარდა პროცენტი, ხოლო ლარზე შემცირდა, ყოველ მოზიდულ მილიონ დოლარზე ეროვნული ბანკი არეზერვებს 200 000 დოლარს. მოკლევადიანი სესხები ნელ-ნელა ამოიწურება და მას გრძელვადიანი, სტაბილური კრედიტი ჩაანაცვლებს, რაც ლარის სტაბილური კურსის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
მე ვპროგნოზირებ, რომ ლარის კურსი წლის ბოლომდე 2.20 ნიშნულამდე დაიწევს და შენარჩუნდება“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში მიშა დუნდუამ.
ეკონომისტი თვლის, რომ ლარის გამყარების პროცესი გარდამტეხია საბანკო სექტორისთვის.
მისივე ინფორმაციით, სრულფასოვანი, გრძელვადიანი ფინანსების შემოსვლა ლარის კურსს გრძელვადიანი პერსპექტივით გაამყარებს.
ეკონომისტი მიშა დუნდუა ლარის გამყარებას პროგნოზირებს
2016/09/06 12:57:46
კომენტარები
ნანახია: 2414 ჯერ