როდესაც კუპონის ავტორი ლარის ჩამოშლაზე საუბრობს, ეს ცოტა უხერხულია, – ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა, რითაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა.
„მივესალმები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობასაც და იმასაც, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებდეს, მაგრამ არის რაღაც მორალური ზღვარი. როდესაც კუპონის ავტორი ლარის ჩამოშლაზე საუბრობს, ეს ცოტა უხერხულია. ამიტომ ვურჩევდი მათ, რომ მომავალში უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ“, – განაცხადა კილაძემ.
კომენტარები