საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 84 პაციენტი.
კორონავირუსის შედეგად, გარდაცვლილია სამი პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში 5053 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 527.
კომენტარები