„როცა სამყარო საერთო მტერს ებრძვის, საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაციულ ქმედებებს აძლიერებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის მახლობლად ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესს ეხმიანება.
„მაშინ, როცა სამყარო საერთო მტერს ებრძვის და საერთაშორისო სოლიდარობა აუცილებელი გახდა, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს და აძლიერებს პროვოკაციულ ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გვაჩვენებს თავის ნამდვილ სახეს,“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.
კომენტარები