იტალიის მთავრობის ცნობით, კორონავირუსსლომბარდიაში მეორე მსოფლიო ომთან შედარებით 5-ჯერ მეტი მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ განცხადება კორონავირუსთანბრძოლის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა.
მისი თქმით, 1940-დან 1945 წლამდე პერიოდში, დაბომბვების შედეგად 2000 ადამიანი დაიღუპა, კორონავირუსს კი ჩრდილოეთ ლომბარდიაში 5-ჯერ მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ლომბარდიაში ინფექციით გამოწვეულ დაავადებას 12 000 ადამიანი ემსხვერპლა.
სულ იტალიაში კორონავირუსით 23 000-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა
კომენტარები