პიანისტი ელისო ბოლქვაძე “ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატ ნიკა რურუას სარეკლამო კლიპში მის გამოჩენას აპროტესტებდა და საარჩევნო რგოლიდან მისი ეპიზოდის ამოღებას ითხოვდა.
პიანისტის მოთხოვნის შემდეგ რურუას სარეკლამო რგოლიდან ელისო ბოლქვაძის მონაკვეთი ამოიღეს. როგორც ნიკა რურუამ განმარტა, ბოლქვაძის კლიპში გამოჩენა არ ნიშნავდა იმას, რომ მისი მხარდამჭერი იყო, არამედ ღონისძიება, რომელშიც პიანისტი მონაწილეობდა მისი მინისტრობის პერიოდში გაიმართა და ეს იყო მის მიერ განხორციელებული კულტურული პროექტების ერთგვარი დემონსტრირება.
კომენტარები