საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ 13 250 ლარი გადაურიცხა.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აგვისტოს თვის ფინანსური მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული.
აუდიტის სამსახურმა აგვისტოს თვის პარტიათა შემოწირულობების ანგარიში გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, ეკა მიშველაძე „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის მეუღლეა.
კომენტარები