ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია ღვთის სასჯელია, რომელიც მან კაცობრიობას მოუვლინა. იმის გამო, რომ ადამიანები არასათანადო ცხოვრების წესს მისდევდნენ და ეკოლოგიას არ უფრთხილდებოდნენ.
“ჩვენ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მთავარ სიმდიდრეს, ბუნებას. ეს მიდგომა მიუღებელია. ღმერთმა დაინახა, რა დაუდევრად ვექცევით ეკოლოგიას. დაინახა, რომ ჩვენი ცხოვრების წესი საერთოდ არ შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რაც უნდა იყოს დაცული. ამის გამო დაგვსაჯა,“- აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.
კომენტარები