კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი რეგულაციის გამო იტალიური მაფიის რამდენიმე გავლენიანი წევრი ციხიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
პროკურატურის მაფიასთან ბრძოლის დეპარტამენტის მეტაურის, ფედერიკო კაფიერო დე რაჰოს ცნობით, „კოზა ნოსტრას“ გავლენიანი ბოსი ფრანჩესკო ბონურა, „ნდრანგეტას“ წევრი ვინჩენცოიანაცო და „კაზალესის“ კლანის წევრი პასკუალე ზაგარია შინაპატიმრობაში იქნებიან, ვინაიდან მათ სასჯელის სახით მოსახდელი 18 თვე ან ნაკლები დარჩათ.
ფრანჩესკო ბონურას 23 წლით, ვინჩენცოიანაცოს 14 წლით, პასკუალე ზაგარიას კი 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
კომენტარები