ის, რომ ეპიდემია ჯერ კიდევ არის ეს გვაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ დამატებითი აკრძალვების თავიდან შემოღება დაგვჭირდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„დღესდღეობით მონიტორინგი მიმდინარეობს და ამ მონიტორინგის შედეგების გაანალიზებით ჩვენ გარკვეული პერიოდის შემდეგ შევძლებთ ვიმსჯელოთ, შესაძლებელი იქნება დამატებით აკრძალვების მოხსნა თუ გარკვეული შეზღუდვების დაწესება ისევ საჭირო გახდება. ამას დრო გვიჩვენებს და ის, რამდენად შევძლებთ ერთობლივად ყველა მოწოდებული მოთხოვნა დავიცვათ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
კომენტარები
