ირლანდიაში ვიზიტის დროს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ისრაელის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები ბაიდენს შეძახილებით შეხვდნენ, ერთ-ერთმა დემონსტრანტმა კი მისი ავტომობილის მიმართულებით რძის მუყაოს შეფუთვა ისროლა.
პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ორი პირი დააკავა.
შემთხვევა დუბლინში, ტრინიტის კოლეჯში ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის ვიზიტის დროს მოხდა. ღონისძიების ფარგლებში ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი საზოგადოებრივ დისკურსში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს მედლით დააჯილდოეს.
მედიის ცნობით, კოლეჯში გამართული ღონისძიების დროს შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „სისხლი თქვენს ხელებზეა!“ „სირცხვილი!“
კომენტარები
