კახეთში, კორონავიურის გამო შექმნილი ვითარების შემდეგ, პოლიციელების მიერ საქველმოქმედო აქციები გრძელდება. ამჯერად, გაგაცნობთ 33 წლის მიხეილ გომურაშვილს, რომელიც თელავში პატრულ-ინსპექტორად წლებია მუშაობს. სამართალდამცველი უკვე რამდენიმე დღეა სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს ოჯახის საკუთრებაში არსებული სასურსათო მაღაზიიდან სხვადასხვა სახის პირველადი პროდუქტით ეხმარება.
„არ უნდა ბევრი ფიქრი იმას, რომ გაჭირვებულ ადამიანებს რთულ დროს უნდა დაეხმარო. კორონავირუსმა საბედნიეროდ, ბევრი ადამიანი ქველმოქმედების გარშემო გაგვაერთიანა. მერწმუნეთ, დიდი ბედნიერებაა, როცა გეძლევა შანსი აკეთო სიკეთე და დაეხმარო ადამიანებს, ვისაც ახლა და ამ წუთს ყველაზე მეტად სწორედ შენი თანადგომა სჭირდება“, – ამბობს მაიორი, მიხეილ გომურაშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში 2010 წლიდან მუშაობს.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კახეთში პოლიციელების მიერ მოწყვლადი ჯგუფების დახმარების ეს პირველი შემთხვევა არ არის. სამართალდამცველების გარდა, რეგიონის მასშტაბით, სოციალურად დაუცველი ოჯახებს, კორონავიურის გამო დაწესებული რეგულაციების ფონზე, რიგითი მოქალაქეებიც რამდენიმე კვირაა აქტიურად ეხმარებიან.
