პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლინიკაში რომელიმე მედპერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც მან “კურიერთან” განაცხადა, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და კლინიკაში გამოცხადებული კარანტინი ამ ფაქტს არ უკავშირდება.
“კლინიკაში საკარანტინო რეჟიმი 11 მარტიდან, მას შემდეგაა გამოცხადებული, რაც კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს იღებს. იქ მომუშავე მედპერსონალი 2 კვირის განმავლობაში კლინიკაში რჩება. ეს, უსაფრთხოების ნორმებით რეგულირდება და კარანტინის კლასიკურ გაგებას არ უკავშირდება. კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას და პაციენტების მიღებას.”- განაცხადა ლევან რატიანმა.
კომენტარები
