შვეიცარიის ხელისუფლებამ 10 წლამდე ასაკის ბავშვებს ბებიებთან და ბაბუებთან ჩახუტების ნებართვა მისცა. ამის შესახებ BBC წერს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფექციური დაავადებების ხელმძღვანელის თქმით, მეცნიერებმა დაასკვნეს, პატარა ბავშვებს ვირუსი არ გადააქვთ.
შვეიცარია ერთ-ერთია იმ ევროპულ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მიმდინარე კვირას საკარანტინო ზომების შემსუბუქება დაიწყეს.
ბოლო მონაცემებით შვეიცარიაში ახალი კორონავირუსის 29 407 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან გამოჯანმრთელდა 22 600, ხოლო გარდაიცვალა 1716 პაციენტი.
კომენტარები