ბიზნესკომპანიებისა და მოქალაქეების დახმარებით, თბილისის მასშტაბით, მარტოხელა ხანდაზმულების საკვები პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება.
ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა მოხალისეებთან ერთად, ნობათები რაიონში მცხოვრებ კიდევ 400 ოჯახს გადასცეს. პროცესში ყოველდღიურად ჩართულია ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე.
კამპანიის დაწყებიდან დღემდე, ნაძალადევის რაიონის მასშტაბით, 2 000 ნობათი დარიგდა. ამ დროისთვის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. იმ მოქალაქეებს, ვისაც საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ერთხელ უკვე გამოეყო, გამგეობის თანამშრომლები ნობათს მეორედ მიუტანენ. პარალელურად, დამატებით იმ ხანდაზმულებისა და შშმ პირების პროდუქტებით უზრუნველყოფა მიმდინარეობს, ვისაც ჯერ არ მიუღია ნობათი.
ბიზნესკომპანიებს, ვისაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა ბელიაშვილის ქუჩა N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.
