დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი უკვე გადალახა. მან პირობა დადო, რომ მომავალ კვირას მოქმედი შეზღუდვებიდან გამოსვლის სტრატეგიას წარადგენს.
“შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ ამ დაავადების პიკი გადავლახეთ. ბევრი მიზეზი გვაქვს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იმედიანად ვიყოთ. მე მომავალ კვირაში ყოვლისმომცველ გეგმას წარმოვადგენ იმის თაობაზე, თუ როგორ ავამუშაოთ ეკონომიკა, როგორ დავაბრუნოთ ბავშვები სკოლაში და ბაღში და როგორ მივიდეთ სამსახურებამდე და დასაქმების ადგილი გავხადოთ უსაფრთხო. ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ კონტროლი,” – აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
კომენტარები