ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის მიმართ ბრალდებებზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მისი განცხადებით, ჩინეთს შეეძლო გლობალური კორონავირუსის პანდემია შეეჩერებინა. დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პანდემია ყველაზე საშინელ შეტევას შეაფასა, რაც აშშ-ს ოდესმე ჰქონია.
შტატებში კორონავირუსით მილიონ 270 000-მდე ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რიცხვმა 75,000-ს მიაღწია.
“ეს უარესია პერლ-ჰარბორზე, ეს უარესია მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. ვირუსის შეჩერება შესაძლებელი იყო, მისი შეკავება ჩინეთში შეიძლებოდა, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კომენტარები