თეირანთან ახლოს 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 დაშავდა.
ირანელი სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
სააგენტო Mehr-ის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად 1,5 ათასი წლის წინ აშენებული ციხესიმაგრე ფალაქ-ოლ-აფლაქი დაზიანდა.
მედიის ინფორმაციით, შენობის ქვის კედელს ბზარი გაუჩნდა.
კომენტარები