აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის აპარატის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავი აიოვაში მიფრინავდა, თუმცა ფრენა ერთი საათის განმავლობაში იყო შეფერხებული, რადგან რამდენიმე თანამშრომელი თვითმფრინავიდან ჩაიყვანეს
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მაიკ პენსმა კორონავირუსზე ტესტირება გაიარეს, შედეგები უარყოფითი იყო. მათ ტესტირება მას შემდეგ ჩაუტარდათ, რაც თეთრ სახლში პრეზიდენტის ერთ-ერთ თანაშემწეს კორონავირუსი დაუდგინდა. დონალდ ტრამპის თქმით, ის კორონავირუსზე ტესტირებას ყოველდღიურად გაივლის.
კომენტარები