ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ირაკლი ოქრუაშვილის გუშინდელ სატელევიზიო გამოსხვლას ეხმაურება.
„პოლიტპატიმრის“ წლის აღიარება!!!
ამას დაამატეთ, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტია ოქრუაშვილი!
ამას დაამატეთ, რომელი ქვეყნის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია ხოშტარია!
ამას დაამატეთ, რომელი ქვეყნის აგენტის პრესმდივანი იყო მაქარაშვილი!
ამას დაამატეთ, რომელი ქვეყნის არამეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის სახელობის ქუჩის გახსნას აპროტესტებდა დიღმელაშვილი!
ამას დაამატეთ, რომელ ქვეყანას ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები სააკაშვილმა და ბოკერიამ!
ამას დაამატეთ, ვის სასარგებლოდ დააბრალეს საქართველოს საომარი მოქმედებების დაწყება და ხმა მისცეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას კანდელაკმა, გაბაშვილმა, თაქთაქიშვილმა, დარჩიაშვილმა და თარგამაძემ!
ამას დაამატეთ, როგორ უხდებიან ერთმანეთს ლეიბორისტული პარტიის ტერარიუმში შეკრებილი პრორუსული და ანტიდასავლური „პარტიები“!
და მარტივად გასცემთ პასუხს შეკითხვას – ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში.