პაკისტანში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ეკიპაჟი და ყველა მგზავრი გარდაიცვალა. ამის შესახებ Associated Press-ს კარაჩის მერმა, ვასიმ ახტარმა განუცხადა.
ახტარის განცხადებით, თვითმფრინავმა სულ მცირე 5 სახლი გაანადგურა, ამიტომ შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
პაკისტანის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ბორტზე 99 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ძრავი მწყობრიდან გამოვიდა.
ავიაკომოანია Pakistan International Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ლაინერი ქალაქ კაჰირიდან შიდა რეისს არსულებდა და კარაჩის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.
კომენტარები