ამირან შალიკაშვილმა სიკვდილის წინ თქვა, რომ კახა კალაძე გადაარჩენს ჩემს თეატრს, ის არასოდეს ცდებოდა ადამიანის ამოცნობაში და დღეს ეს ყველაფერი გამართლდა და დაიძრა, – ამის შესახებ შალიკაშვილის პანტომიმის თეატრის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი
“მოგესალმებით, ეს პოსტი ჩვენი თეატრის გვერდზე არ იწერება მარტო იმის გამო რომ დღეს შალიკაშვილის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი გადარჩა, ამას ვწერთ იმიტომ რომ ამ ადამიანმა ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის!
თბილისისთვის საქმის კეთება, თან ხარისხიანად, მისი ცხოვრების ნაწილად იქცა! მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად, როდესაც თეატრზე ფიქრობ და თან აშენებ ეს უკვე დასაფასებელია.
საუკუნის საქმე კეთდება! ამირან შალიკაშვილმა სიკვდილის წინ თქვა, რომ კახა კალაძე გადაარჩენს ჩემს თეატრს, ის არასოდეს ცდებოდა ადამიანის ამოცნობაში და დღეს ეს ყველაფერი გამართლდა და დაიძრა. ჩვენ ქვეყანას ექნება საერთაშორისო პანტომიმის და პლასტიკის ცენტრი და შალიკაშვილის თეატრი უმაღლესი სტანდარტების თანამედროვე შენობით!
საერთოდ, ჩვენი აზრით, სულ ცუდზე ლაპარაკს ჯობია, ჩავანაცვლოთ კარგზე ლაპარაკით, დაუნახავები არ უნდა ვიყოთ. რაც მოხდა 9 წლის უკან პანტომიმის სახელმწიფო თეატრის ირგვლივ ყველამ იცის და წლების მანძილზე ვერავინ შეძლო ამის გამოსწორება. დღეს ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ მოისმინა ჩვენი აზრი და გვერდში დაგვიდგა! მადლობა ნდობისთვის და მადლობა ყველაფრისთვის რაც დღეს კარგი ხდება ჩვენს ქალაქში.
წარმატებებს გისურვებთ, ბატონო კახა და იმედი გვაქვს, ძალიან მალე ერთად სრულიად ახალი და თანამედრონე ამირან შალიკაშვილის სახელობის პროფესიული პანტომიმის სახელმწიფო თეატრის ლენტს გავჭრით”, – ნათქვამია შალიკაშვილის პანტომიმის თეატრის განცხადებაში.