ბოლო მონაცემებით, ნიუ იორკის პოლიციამ ქალაქში საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას 200-მდე ადამიანი დააკავა და როგორც მოსალოდნელია, ეს რიცხვი გაიზრდება. ინფორმაციას „სიენენი“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, დემონსტრაცია დღეს ძირითადად მშვიდობიანი იყო, თუმცა მანჰეტენზე დაფიქსირდა მაროდიორების შემთხვევები.
პოლიციის მიერ დაკავებისას შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო საპროტესტო გამოსვლები აშშ-ის ათობით ქალაქში გაიმართა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს ატლანტასა და მილუოკიში. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ნიუ იორკსა და ვაშინგტონში აქციის მონაწილეები კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ არ დაშლილან.
კომენტარები