რომის პაპი აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მისი თქმით, რასიზმზე თვალის დახუჭვა არავის შეუძლია, მაგრამ ამასთან მან ძალადობა დაგმო და აღნიშნა, რომ ეს თვით-განადგურება და თვით-დამარცხებაა.
ფრენცისკემ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ტრაგედია უწყოდა და აღნიშნა, რომ ლოცულობს მისთვის და ყველა მათგანისთვის, ვინც „რასიზმის ცოდვის“ შედეგად გარდაიცვალა. ამერიკელებს გაერთიანებისა და მშვიდობისკენ მოუწოდა.
კომენტარები