მსოფლიოში აშშ-ის მიერ გახსნილი ბიოლაბორატორიების საქმიანობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი ინფექციის ნებისმიერი ეპიდაფეთქებისას ქვეყნები ერთმანეთს დაადანაშაულებენ და სანქციებს დაუწესებენ, საერთაშორისო დაძაბულობა კი შესაძლოა სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„ამერიკული და სხვა ბიოლაბორატორიების საქმიანობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რათა ამას შემდეგ არ მოყვეს უსასრულო ურთიერთბრალდებები, კონსპიროლოგიური თეორიები და სანქციები. ქვეყნები ახალ ეპიდაფეთქებებში ერთმანეთს დაადანაშაულებენ, ყოველი ახალი ვირუსი ბიოლოგიური იარაღად გამოცხადდება. ამას შესაძლოა არა „ჰიბრიდული“, არამედ სრულმასშტაბიანი ომი მოყვეს“, – განაცხადა მედვედევმა.
კომენტარები