გაერთიანებულ სამეფოში, უელსში მდებარე ქათმის გადამამუშავებელი საწარმოს, „2 Sisters-ის“ 75 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ BBC წერს.
საწარმოს ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა განცხადებით, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის ზრდას ელიან.
350 თანამშრომელს ტესტირება უკვე ჩაუტარდა. საწარმოში სულ 560 ადამიანია დასაქმებული.
„2 Sisters-ი“ დიდ ბრიტანეთში საკვების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. ის ფრინველის ხორცის ადგილობრივი ბაზრის მესამედს ამარაგებს.
კომენტარები