ბრაზილიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 085 038-ს მიაღწია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ განაცხადა, რომ მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 183 000 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 60%-ზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში დაფიქსირდა.
კომენტარები