ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე და მისი ადვოკატი, ირმა ჭკადუა შსს-ში იმყოფებიან.
„ჩვენ გვინდა საზოგადოებამ ნახოს, შეძლო თუ არა იაკობ ბრეგვაძემ ე.წ. ღობეზე გადახტომა და რისი დანახვა შეეძლო მას იმ ადგილიდან, სადაც თვითონ იყო. ჩვენ გვინდა ყველაფერი იყო მაქსიმალურად ობიექტურად და ახლოს იმ ღამეს განვითარებულ მოვლენებთან“, – ამის შესახებ ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„იაკობი დაზარალებულადაა ცნობილია. ყველამ იცის აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალები ჩვენ გარდა. გვაქვს გარკვეული კითხვები გამოძიებასთან, ამიტომაც მოვედით.
ჩვენი კითხვები იაკობის მიერ საგამოძიებო მოქმედებეში მონაწილეობას ეხება. გარდა ამისა, საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებული კითხები გვაქვს, დროის შეთანხმების საკითხი. ჩვენი მოთხოვნაა იგივე დროს მოხდეს აღნიშნული, რა დროსაც ეს საბედისწერო მოვლენები განვითარდა.
ჩვენ გვინდა საზოგადოებამ ნახოს, შეძლო თუ არა იაკობ ბრეგვაძემ ე.წ. ღობეზე გადახტომა და რისი დანახვა შეეძლო მას იმ ადგილიდან, სადაც თვითონ იყო. ჩვენ გვინდა ყველაფერი იყო მაქსიმალურად ობიექტურად და ახლოს იმ ღამეს განვითარებულ მოვლენებთან,“ – განაცხადა ირმა ჭკადუამ.