თამარ თორაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გტავაზობთ.
“მოკლედ ეხლა კარგად წაიკითხოს ყველამ ვინც ჩემს მხარესაა და ვინც ჩემს წინააღმდეგ! კარგად დაიმახსოვრეთ რასაც წაიკითხავთ რადგან აღარ განვმეორდები ამ საკითხზე! ჯერ იქიდან დავიწყებ რომ ვარ თამარ თორაძე! ქართველებმა ოდეზღაც (1992 წელს) დამტოვეს ობოლი… 13 წლის. ამომიხოცეს მთელი ოჯახი და იმის აღიარებაც უჭირთ ვინც ჩაიდინა.
ცუდები რომ ვყოფილიყავით აუცილებლად იამაყებდა რურუაც და სხვა დანარჩენიც, მაგრამ ერთი კარგი ოჯახი გაწყვიტეს, რომ მერე კარგად ებლატავათ! და თქვენ საზოგადოებამ აბლატავეთ ბევრი წლები!
მე გავიზარდე მგელივით მარტო და ამას ვერავინ ვეღარ შეცვლის! თქვენ ვიღაცეები რაღაცეებს ეხლა, რო არკვევთ და ისტორიაში ტყუილები შეგაქვთ, მე მთელი 28 წელი და მანამდეც ვიძიებდი ვინ კარგი იყო ქვეყნისთვის და ვინ ცუდი!
ასევე მაქვს ძალიან ისეთი მასალები რომელსაც თქვენ ვერასდროს მიხვდებით! ასევე მაქვს ჩამონათვალი ვინ ‘’კრემლის,, აგენტი იყო და ვინ ‘’სახლის,, აგენტი. უტყუარი სიმართლე მაქვს მოკლედ!
ხო და ეხლა ვიღაცას აწყობს რურუა გაწიროს და დღეს ამოიღო ხმა გუშინ როგორ მოკლეს ‘’რამის, ,მაგრად მკიდა ეგ ხალხი! ეგ ხალხი ისტორიაში რჩება როგორც მხდალი ლაჩარი ჩმორი! ჩემთვის არაფერი იცვლება გარდა იმისა, რო მიხარია აღიარება მათი და მაქვს იმედი რომ ამ აღიარების შემდეგ არ აქვთ ამბიცია ‘ ,,კაიტიპობის’’ ყველამ უკლებლივ უნდა იცოდეს თავისი ადგილი!
მეორე საკითხი!: მოვა დრო და თავად უფალი განკიცხავს ერს იმისთვის რო არასწორ ისტორიას თხზავდით ან აფარებდით დამნაშავეებს ხელს! ეს ისედაც უნდა ვიცოდეთ რომ ისინი მკაცრად დაისჯებიან.!
რაც შეეხება არ ცოდნა არ ცოდვააო ეგ დაივიწყეთ! რადგან ვალია ჩვენი ვიცოდეთ თეთრი და შავის გარჩევა. უფალმა მოგცათ ტვინი, თვალები გული და სული! არა იმისთვის, რომ სიბოროტე მოძღვროთ არამედ იმისთვის მოგცათ,რომ სიმართლე ადიდოთ და ბოროტება ჩაქოლოთ! დიახაც! ქვეყნის ღალატი შიშის ნიადაგზე ეშმაკის არის და არა უფლის!
მე არასდროს არ ვფიქრობ როცა ჩემს უტყუარ აზრს გამოვხატავ, რომ ამით მტერს გავიჩენ ან მოყვარეს! მე ვარ უფლის სამსახურში მთელი ცხოვრება ბოროტებასთან ბრძოლაში და ეს ესე იქნება უსასრულოდ! არ მადარდებს ვის ვაწყენინებ და ვის არა! ჩემთვის მთავარია მე ვიყო უფლის და ჩემი ოჯახის წინაშე სუფთა და მართალი!
ხო და ჩემს სივრცეს ტყუილად ებრძვით! ,,ვერ გადაღუნავთ” სიმართლეს ვერც ქვეშ ამოიდებთ, ვერც უჯრაში ჩამალავთ და ვერც დამარხავთ ვერასად! თქვენ მე გაცადეთ წლები ‘’საზოგადოებას’’ და რას ვხედავ?? არც ისტორია იცით თქვენი და არც არაფერი გარდა იმისა მოდაში რა არის და ვის რა აცვია! ვინ რა შეჭამა და ვინ სად დაისვენა! თქვენ ხართ ჭორიკნები. საითაც ნიავი დაუბერავს იქით, რო უბერავთ!
დღეს მოდიხართ და ცდილობთ მე შემედაოთ! მოდით რა ჯერ გაიარეთ რამე ისეთი გზა და თან გზადაგზა დატოვეთ ის რაც მე დავტოვე და დავტოვებ და მერე ‘მებლატავეთ,, თქვენი აზრი ხალხის ასე თუ ისე მართლა არ მაინტერესებს!
თქვენ თქვენი ქვეყნის ისტორია არ იცით და რაღაც სექტები შექმენით ‘’ბებიაჩემისტი’’ ,,ბაბუაჩემისტ’და ასე შემდეგ!
მე კი ჩემი მთელი ცხოვრება ისე ვცხოვრობ, რომ კიარ დამავიწყდეს კიდევ უფრო კარგად ჩავუღრმავდე, რომ უფლის სასამართლოზე ამაყი ვიდგე ბოროტების წინ! და არ მეშინოდეს.. და არც შემეშინდება იმიტო, რო მე არც ცილი დამიწამია ვინმესთვის და არც მცხვენი პირში ვუთხრა არა კაცს და ჩმორს რო ჩმორია!
მე გირჩევთ უბრალოდ გეშინოდეთ იმ სასამართლო დღის რომელსაც ვერავინ გაექცევით ! მე მხოლოდ წლების სიჩუმეს ვნანობ! ეხლა კი ვერაფერი გამაჩუმებს!
პ. ს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ
ჩემი დიდი ვალი გმართებთ ქართველებო ჩასვრისთვის!”