საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვაზე რეგულაციების კონტროლის გამკაცრება დაავალა.
“ეს ყველაფერი გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შევინარჩუნოთ ის მიღწევა, რაც ეპიდემიის მართვის სწორი ნაბიჯების გადადგმის შედეგად და ეკონომიკური კრიზისის შერბილების მიმართულებით გვაქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის”, – აღნიშნა გახარიამ.
კომენტარები