მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას და მხილებას ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს და სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს. პატიმრის ახლანდელი ბრძოლა „კოალიცია ცვლილებების“ წინააღმდეგ ფედერალისტების ლიდერს ახსენებს პერიოდს, როდესაც, მისივე სიტყვებით, სააკაშვილი, ევროპულ საქართველოს აზიანებდა.
„სააკაშვილი ახლის კოალიციას ურტყამს იმ ამოცანით, რომ იგივენაირად გააპარტახებს, როგორც 2019-2021 წლების განმავლობაში ევსაქები გააპარტახა.
ეს ხდება ოპოზიციურ ველზე დაკარგული დომინაციის მოპოვებისთვის.
შეეშვით ხალხო სააკაშვილთან და მის მფრინავ მაიმუნებთან თავის მართლებას და არგუმენტებით საუბარს, პირდაპირ ფერთხეთ.
თქვენ გგონიათ ეგ არგუმენტები არ იციან? მანიპულატორი ნარცისია სააკაშვილი! მისი გაღმერთების იძულებას ცდილობს, ფაქტებში გარკვევა კი არ აინტერესებს!” – წერს ჩერგოლეიშვილი.
სააკაშვილს მისი პარტია ექომაგება.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ფულის თემას განაგრძობს და საერთო ბრძოლის დაზიანებას საბანკო მაფიას უკავშირებს. გვარამიას პარტიისთვის კი ეს თემა დახურულია.
