პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით ახლგაზრდა ქალი დააკავა.
საგამოძიებო ორგანოს არ დაუკონკრეტებია, თუმცა „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია 20 წლის ვერონიკა არონია.
ის მედიის მიმართულებით სწავლობდა და კარიერის გაგრძელებაც სწორედ ჟურნალისტიკაში სურს.
პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, მან გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცრუ, გამოგონილი ჩვენება მისცა.
„საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ვ.ა.-მ საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდა შეგნებულად ცრუ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით, კერძოდ: გაგრძელება
