გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის თქმით, ექსპერტიზის დასკვნამ ძალიან ბევრ კითხვას გასცა პასუხი. ნიკოლაძემ „ტვ პირველთან“ საუბარში ისიც აღნიშნა, რომ შაქარაშვილის მშობლებს „ტოიოტას“ მგზავრები მკვლელებად მიაჩნიათ.
„მეორე მნიშვნელოვანი გარემოება გახლავთ ის, რომ ათასი სისულელე ჟღერდებოდა და ცალსახად გაესვა ხაზი, რომ ეს პერიოდი არის ძალიან შემჭიდროებული. გეტყვით მნიშვნელოვან დეტალს, ბიოლოგიური სიკვდილი ექსპერტიზაში პრაქტიკით დადასტურებულია, რომ მოიცავს 7-დან-10 წუთამდე პერიოდს. 10 წუთი არის სრული თანხვედრა ბიოლოგიურ სიკვდილთან რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გიორგი იქნა გადაგებული არაგვში. მშობლებს სწამთ, რომ ტოიოტას მგზავრები, რომელთაც ბრალი წარედგინათ მკვლელები არიან“,- აცხადებს ნიკოლაძე.
კომენტარები
