დაკარგული ილია ფილფანის ოჯახი დღეს შსს-ს მინისტრის მოადგილეს შეხვდა. ოჯახის წევრებმა და ვლადიმერ ბორცვაძემ ძებნის ოპერაციის დეტალებზე ისაუბრეს.
ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ბავშვი ტრეფიკინგის მსხვერპლია.
„ვერანაირი ვიდეო ჩანაწერი ვერ იპოვეს, არსებობს ვერსია, რომ ბავშვი ქვეყნის საზღვრებს გარეთაა გასული. არის აფხაზეთის და ოკუპირებული ცხინავლის ფაქტორები. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ მას დაეხმარნენ ქვეყნის დატოვებაში ან გაიტაცეს“, – ამბობს ბავშვის მამა.
13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას.
დაკარგული ბიჭის მშობლები საქმეში ინტერპოლის ჩართულობასა და საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას.
წყარო – “პრაიმტაიმი”