რეჟისორი გოგა ხაინდრავა მრავალსერიან ფილმ „ჰეროკრატიის“ შესახებ ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში საუბრობს. ხაინდრავას განცხადებით, ფილმში მონაწილე მსახიობებს ემუქრებიან.
„გავიგე, რომ მსახიობებს მუქარის ესემესებს უგზავნიან, როგორ გაბედე ამ ფილმში ამა და ამ როლის თამაშიო… მინდა მათ ვუთხრა: იქაც მივწვდებით, სადაც არიან“, – აცხადებს რეჟისორი.
გოგა ხაინდრავა ჟურნალისტთან საუბროსას გულისტკივილს გამოთქვამს, რომ მედიამ მისი ფილმი ზედაპირულად განიხილა და არც ერთი სიღრმისეული ანალიზი არ მოუსმენია თავისი პროექტის შესახებ.
კომენტარები